Monday, April 20, 2015

ბიოგრაფია

მერი ლუის სტრიპი, უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი- ამერიკელი კინო, თეატრისა და ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოსოსკარისსამგზის ლაურეატი. რეკლამების მსახიობი მერი სტრიპისა და ფარმაცევტი ჰარი ვილიამ სტრიპის ქალიშვილიმერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში,ნიუ ჯერსის შტატში, 1949 წელს 22 ივნისს. სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული ფესვები ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა. ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.