კარიერა


        მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლშისევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმშიჯულია ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან. სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო „ირმებზე მონადირე“ (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ეს ჯილდო მან მომდევნო წელს აიღო ფილმისათვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო მინისერიალისთვის: „განადგურება“. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. 1982 წელს კი მან უკვე მთავარი როლისთვის მიიღო ოსკარი ფილმში „სოფის არჩევანი" განსახიერებული სოფი ზავისტოვკის როლში.


2002 წელს თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი დაუბრუნდა თეატრს, სადაც ითამაშა სპექტაკლშითოლია“. იმავე წელს სტრიპმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ადაპტაცია“ და საათები“. ორივე როლისთვის მან კრიიკოსთა მოწონება და ჯილდოები დაიმსახურა.

ოსკარი
საუკეთესო მსახიობი ქალი
1982 —
 სოფის არჩევანი
2011 —
 რკინის ლედი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
1979 — კრამერი კრამერის წინააღმდეგ
ოქროს გლობუსი
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
1981 —
 ფრანგი ლეიტენანტის ქალი
1982 —
 სოფის არჩევანი
2011 —
 რკინის ლედი
საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში
2006 —
 ეშმაკი ატარებს პრადას
2009 —
 ჯული და ჯულია
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
1979 —
 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
2002 — ადაპტაცია
BAFTA
საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში
1981 —
 ფრანგი ლეიტენანტის ქალი
2011 — რკინის ლედი

No comments:

Post a Comment